შემქმნელი: დაი სატო (Dai Sato)
რეჟისორი: შინიჩირო ვატანაბე (Shinichiro Watanabe)
პერსონაჟების მხატვარი: კაზუტო ნაკაზავა (Kazuto Nakazava)
სცენარისტები: დაი სატო (Dai Sato) და შინჟი ობარა (Shinji Obara)
ეპიზოდების რაოდენობა: 26 (24 წუთი)
სტუდია: Manglobe, Inc
ერთობ პარადოქსულია ის პაქტი, რომ მაყურებელი უყურებს ანიმეს , რომელშიც სამურაების დროის ეპოქა გაფორმებულია რეპ მუსიკით და ამასთანავე მდიდარია ისეთი პარალელებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ნარკოტიკს, რეპს, ქუჩურ ცხოვრებას და რაღათქმაუნდა სამურაებს. ანიმეს ძირითადი შინაარსი მოიცავს სამი მთავარი პერსონაჟის - ფუს (ახალგაზრდა გოგონა), ჯინისა (სათვალეებიანი, თავშეკავებული და თავზარდამცემი სამურაი) და მუგენის(ქუჩური გაგების მოხეტიალე და ჟარგონულ ენაზე მოსაუბრე სამურაი) მოგზაურობას, რომლის მიზანია იპოვონ სამურაი, რომელსაც მზესუმზირის სუნი ასდის. მათი მოგზაურობა მდიდარია თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით, რაც კიდევ ერთი მიზეზია რომ უყუროთ ამ ანიმეს.
|